გაცნობებთ, რომ 2 აპრილიდან მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით თქვენთვის ჩატარდება უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა თემაზე: "სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები".
უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს ჯანდაცვის სექტორში ხარისხის მართვის მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებას მსმენელთათვის ორგანიზაციის ეფექტურობისა და ეფეტიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის.
ტრენინგს ჩაატარებს ლელა სტურუა, თსუ მოწვეული სპეციალისტი. პროგრამა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. პროგრამის ხანგრძლივობაა 28 საათი. დარეგისტრირებული პირები ზუმის ლინკს მიიღებენ 2 აპრილს. კურსის მონაწილეები მიიღებენ თსუ სერტიფიკატს.
მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 31 მარტის 12.00 საათამდე შემდეგ ლინკზე: https://forms.gle/5LEbRyqH9BvW3QjA6
შერჩევა განხორციელდება რანჟირებით რეგისტრაციის დროის მიხედვით.
მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია